არხილოსკალო

არხილოსკალო – ველის კლიმატური კურორტი, მდებარეობს მუნიციპალური ცენტრიდან 35 კმ-ის დაშორებით, ივრის ზეგანის (შირაქის ველი) აღმოსავლეთ ნაწილში, ვაკე-ბორცვებიან ადგილზე, მისთვის დამახასიათებელ ტყეველიანი და ველიანი ლანდშაფტით, უამრავი ვენახებით.

კლიმატი მშრალი და სუბტროპიკულია, ზამთარი – რბილი, თითქმის უთოვლო; ზაფხული – ძლიერ თბილი, მშრალი. დამახასიათებელია მზიანი დღეები. ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ჭარბობს ხეობის სუსტი მშრალი ქარები, რომლებიც ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობისას ხელს უწყობენ კანიდან ინტენსიურ აორთქლებას.

თავისებური კლიმატური პირობები, რომლებიც ძირითადი სამკურნალო ფაქტორია, განსაზღვრავს კურორტ არხილოსკალოს პროფილს – ამ ტერიტორიაზე, 500 მეტრის რადიუსში, მზის სხივებს სამკურნალო თვისებები გააჩნია.XX საუკუნის შუა წლებიდან აქ მკურნალობდნენ თირკმელების ანთებით დაავადებებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...