ქოჩების ტბა

საკურორტო ადგილი – მლაშე ტბა მიეკუთვნება კლიმატურ საკურორტო ადგილის ტიპს, მას ადგილობრივები „ქოჩების ტბას“ უწოდებენ. მომცრო ტბა მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ქ. დედოფლისწყაროდან 4 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. იგი ცნობილია თავისი სამკურნალო ტალახით – მოსახლეობა ამ ტალახით სახსრებისა და კანის დაავადებებს მკურნალობს. ტბა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს. ოდესღაც, როცა კასპიისა და შავი ზღვა თითქმის ერთდებოდა, კასპიის ზღვამ ასეულობით კილომეტრით უკან დაიხია და დედოფლისწყაროში თავისი ყოფნის ნიშნად პატარა, მარილიანი ტბა დატოვა.

ამ ტერიტორიაზე ათასწლეულების წინ ზღვის არსებობის კიდევ ერთი დასტურია ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შემავალი დათვის ხევის გაშიშვლებულ ქანებში პრეისტორიული მოლუსკების ნაშთების არსებობა.

დათვის ხევში სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლის ნახვაც შეიძლება.

კლიმატის ცვლილების გავლენით და სხვა დაუდგენელი მიზეზის გამო 2018-2020 წლებში ქოჩების ტბაში წყალი შემცირდა და ტბა თითქმის დაშრა.

2024 დაიწყო ქოჩების ტბის მტკნარი წყლით ხელოვნურად შევსება.

ამჟამად ტბის ეკოსისტემა აღდგენას იწყებს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...