ჯუმას ყურე
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების შემადგენლობაშია ბუნების ძეგლი ჯუმას ყურე (კაკლის ყურე). ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის მეანდრას*. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის 10 ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.
* მეანდრი (ბერძნ. Μαίανδρος — თურქეთის მეტად დაკლაკნილი მდინარის დიდი მენდერესის ძველი სახელწოდება) — ვაკის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მეანდრი გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში, იქ სადაც განვითარებულია ნელი დინება.ჩაღუნული ნაპირი როგორც წესი ციცაბოა, ხოლო ამობურცული ნაწილი — აღმართია. მეანდრეებს მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის.