ჭაჭუნას აღკვეთილი

დედოფლისწყაროს მუნიციპალური ცენტრიდან 50 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ივრის ნაპირების გაყოლებაზე, 5 200 ჰა ფართობზე მდებარეობს ჭაჭუნას აღკვეთილი. იგი მოიცავს სამხრეთ კავკასიის ჭალის ტყეების უკანასკნელ ფრაგმენტს და მდიდარია ბიომრავალფეროვნებით. აქ ბინადრობენ იშვიათი და გადაშენების საფრთხის პირას მყოფი ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიების, მწერების სახეობები.

ტყეებს, ძირითადად, ქმნის ჭალის მუხა, ბროწეული, კოწახური. ჭაჭუნას აღკვეთილის სიამაყეა მთრთოლავი ვერხვები. აღკვეთილის სახელიც სწორედ მათ უკავშირდება – ზამთრის ყინვაში, როცა ახალგაღვიძებულ არემარეს მზის სხივები შეათბობს, გაყინული მთრთოლავი ვერხვების ტოტები დაბლა ეშვებიან, ლღვებიან და ჭრაჭუნს იწყებენ, საოცარი ხმა ეფინება ამ დროს გარემოს, ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს ჭაჭუნა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...