სტატიები და წიგნები ნიკო ფიროსმანის შესახებ

დედოფლისწყაროში, სოფელ მირზაანში დაიბადა ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი).

ამ საიტზე ჩვენ ერთად შევკრიბეთ  დიდი ქართველი მხატვრის შესახებ ინტერნეტში გაბნეული უამრავი მასალის ნაწილი:

გრიგოლ რობაქიძე – ნიკო ფიროსმანი   

ვახტანგ ბერიძე – ნიკო ფიროსმანაშვილი (ნაწილი მეორე)  vaxtang beriZe – niko firosmanaSvili nawili 2-compressed

ანა შანშიაშვილი  – ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება და ქართული სახვითი ხელოვნების ტრადიციები.    

ჯემალ მეხრიშვილი გათავისუფლება-ფიროსმანი  jemal mexriSvili gaTavisufleba firosmani_compressed  

რეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ 1969 წელს გადაღებული ქართული   მხატვრული ფილმი „ფიროსმანი“ ასახავს თვითნასწავლი მხატვრის  ნიკო ფიროსმანაშვილის  ცხოვრებას.

ნიკალა მშობლიური  სოფლიდან  ქალაქში მიემგზავრება და მატარებლის გამყოლად იწყებს მუშაობას. მუშაობისას მცირეოდენ ფულს დააგროვებს და მაღაზიას გახსნის. მხატვარი ღარიბ-ღატაკთა მიმართ ხელგაშლილია, ამიტომ იძულებული ხდება, მაღაზია დაკეტოს და დუქნების მოხატვით ირჩენს თავს. ერთ-ერთ დუქანში პროფესიონალი მხატვრები ნახავენ მის ნამუშევრებს და მოიხიბლებიან. ისინი მოძებნიან ფიროსმანს  და მხატვართა შეკრებაზე მიიწვევენ. პროფესიონალები ნიკალას ხელოვნებას არ აღიარებენ და გაზეთში მის კარიკატურას გამოაქვეყნებენ. მარტოსული და ავადმყოფი ნიკალა სიღატაკეში, კიბის ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს.

1973 წელს ფილმი დაჯილდოებულია ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემიით; 1974 წელს  „ოქროს ჰიუგო“-ს გრან-პრით  ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე;  ამავე წელს  მიღებული აქვს აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი.      მხატვრული ფილმი „ფიროსმანი“ 

 

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...