ხალხთა მეგობრობის მუზეუმი

ხალხთა მეგობრობის მუზეუმი სოფელ ხორნაბუჯში, XIX საუკუნეში აქ მდგომი რუსული დრაგუნთა პოლკის ოფიცრის გ. ი. ნეჩვოლოდოვის მიერ  აგებულ სახლშია განთავსებული. იმ დროს სახლი რუსი დეკაბრისტებისა და ადგილობრივი მაღალი წრის წარმომადგენელთა შეხვედრების ადგილი იყო. მუზეუმში ეთნოგრაფიულ და ისტორიულ დოკუმენტურ მასალასთან ერთად, ინახება  პუშკინის, ლერმონტოვის, ბესტუჟევის, რაევსკის, ოდოევსკის, პუშჩინის და სხვა ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი ექსპონატები. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ სახლში ყოფნისას დაწერა მიხეილ ლერმონტოვმა ცნობილი პოემა „დემონი“.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...