მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქ. დედოფლისწყაროში გაიხსნა 1975 წელს. აქ ინახება მუნიციპალიტეტის და კამბეჩოვანის მხარის ისტორიის ამსახველი მდიდარი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატური და დოკუმენტური მასალა, საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები: : საბეჭდავები, სამკაული, სამედიცინო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს პინცეტი, საკულტო სკულპტურები, კამეჩის ნიღბები, სკვითური ისრისპირები; ნუმიზმატიკა: VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგუიდური, რუსული, გერმანული მონეტები; ეთნოგრაფიული მასალა: ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები; ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები. მუზეუმში ინახება აგრეთვე  ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები (რ. სტურუა, ა. პოპიაშვილი, ჯ. გვიმრაძე, რ. თორდია, ვ. ალბიროვი).

დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია დაახლოებით 10 ათასი ექსპონატი.

 

წყარო: ვიკიპედია

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...