რა არის ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები?
ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ტურისტული პროდუქტების ხარისხის განვითარება დედოფლისწყაროში“ ფარგლებში დედოფლისწყაროში უკვე არსებობს ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები.
ესტონელი სპეციალისტების გამოცდილებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსის მოთხოვნების და დედოფლისწყაროს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით შემუშავდა და ქართულ ენაზე ითარგმნა ტურისტული პროდუქტის ხარიხის ზოგადი და მიზნობრივი ჯგუფური კრიტერიუმები მომსახურების შემდეგი ტიპებისთვის: განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები, აგრო ტურისტული ობიექტები, კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული, დეგუსტაციების მოწყობის, ბუნების ტურების ორგანიზების სერვისები, გიდების, ტრანსპორტით მომსახურების და სხვა მომსახურებებისთვის. კრიტერიუმების შემუშავების მიზანია დედოფლისწყაროს ტურისტული სერვისებისთვის „კარგი მასპინძლის “ სპეციალური ეტიკეტის მინიჭება.
მეწარმეებს სულ უნდა ახსოვდეთ, რომ ერთი ბიზნესის წარმატებაც და წარუმატებლობაც ყველა მეწარმეზე აისახება.
ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების არსებობა ტურიზმში ჩართულ მეწარმეებს და მომსახურების მიმწოდებლებს დაეხმარება თვითშეფასებაში, გაუმჯობესების გეგმის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დახვეწაში, ჯანსაღი კონკურენციის გაძლებაში, ასოციაციის ერთობლივ ღონისძიებებსა და ტურებში ჩართვის გზით შემოსავლების გაზრდაში.
მეწარმემ ეტიკეტი შეიძლება გამოიყენოს მარკეტინგში.
„კარგი მასპინძლის “ სპეციალური ეტიკეტის არსებობა რაიონის ვიზიტორებს და პოტენციურ სტუმრებს დაეხმარება სასურველი სერვისის მოძებნასა და არჩევაში.
დედოფლისწყაროში „კარგი მასპინძლის “ სპეციალური ეტიკეტის მქონე ბევრი სერვისის არსებობა მთლიანობაში გაზრდის რაიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობას, ასევე- რაიონში მათ მიერ გატარებული დროის რაოდენობას.
კრიტერიუმები მალე განთავსდება დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის საიტზე: www.dtda.ge. ამის შემდეგ ასოციაციის წევრ ადგილობრივ ბიზნესები შეძლებენ, პირველ ეტაპზე მოახდინონ თავისი მომსახურების თვითშეფასება. სავალდებულო და რეკომენდებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი უკვე ოფიციალურად მიმართავენ ასოციაციას „კარგი მასპინძლის “ ეტიკეტის მინიჭების თხოვნით.
ხარისხის სისტემა „კარგი მასპინძელი“ GOOD HOST
ესტონურ ქართული პროექტის ფარგლებში შემუშავდა GOOD HOST manual_GE b ტურისტული ბიზნესებისთვის „ხარისხის სისტემა „კარგი მასპინძელი“ GOOD HOST“