ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაცია
2026 წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია.
კანონის სრული ვერსია შეიძლება იხილოთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6012850?publication=5
კანონის მე-11.1 მუხლის მიხედვით,
„ტურისტული საქმიანობის სუბიექტები − ტურისტული გიდი, ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) − ვალდებული არიან ტურისტული საქმიანობის შესახებ მონაცემების აღრიცხვის უზრუნველსაყოფად დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში.“
რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პორტალს:
https://places.georgia.travel/
https://places.georgia.travel/platform
ხშირად დასმული კითხვების განყოფილება:
წარმატებები საქმიანობაში!






