ყურადღება! ვიწვევთ….

ვიწვევთ ტურისტულ ბიზნესებს, სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს, კვების ობიექტებს, საკვების და სასმელის,  ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს!

გამარჯობა, მეგობრებო!

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაცია და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ხელშეწყობის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2022 წლის ოქტომბრის პირველ კვირაში დედოფლისწყაროში ატარებენ  ტურისტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებებს.

გეპატიჟებით ტურისტულ ბიზნესებს და საკვების მწარმოებლებს, მონაწილეობა მიიღოთ ამ ღონისძიებებში და გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები და მხარდაჭერა თქვენი სერვისების გასაუმჯობესებლად და თქვენი ბიზნესის ხარისხის ეტიკეტის მისაღებად, რაც სასარგებლო ინსტრუმენტია მარკეტინგის სფეროშიც. 2022/2023 წლებში ასევე მოეწყობა ტრენინგ პროგრამა ტურიზმის საუკეთესო ესტონელი და ქართველი  ექსპერტების მონაწილეობით. ყველაზე აქტიური ბიზნესები მიწვეული იქნებიან სასწავლო ვიზიტზე ესტონეთში მომავალი წლის გაზაფხულზე.

4 ოქტომბერს,  12.30-16.00    დაგეგმილია პროექტის გახსნა-პრეზენტაცია მოწვეული სტუმრების და ადგილობრივი მოქმედი ტურისტული ბიზნესები, ასევე – ტურიზმით დაინტერესებული დამწყები ბიზნესების მონაწილეობით. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება ტურისტული პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა.  (მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. 65,  სასტუმრო ავტოგრაფი)

5 ოქტომბერს   10.15-14.00   –  დაინტერესებული ბიზნესებისთვის   ჩატარდება  ტურისტული პროდუქტების ხარისხის კრიტერიუმების წარდგენა (მისამართი: ნასრაშვილების საოჯახო ღვინის მარანი, ქ. დედოფლისწყარო, ჰამლეტ გონაშვილის ქ. 11 )

6 ოქტომბერს,     10.00-15.00  – 2 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის მაგალითზე პრაქტიკულად მოხდება ტურისტული ბიზნესების სანიმუშო შეფასება დედოფლისწყაროში.

ყველა დასახელებულ დღეს ბიზნესებს საშუალება ექნებათ, მიიღონ რჩევები და კონსულტაციები პროფესიონალებისგან.

4 ოქტომბერს ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესების პროდუქტების (საკვების და ხელნაკეთი ნივთების) წარდგენა. ამისათვის, ბიზნესის მფლობელებმა, ბიზნესის სახეობიდან გამომდინარე, წინასწარ უნდა მოგვაწოდონ პროდუქტის მცირე ნიმ უშები, ფოტოები ან სხვა თვალსაჩინოება, რაც ადგილობრივ ნაწარმს კარგად წარმოაჩენს.

დაინტერესებულ ბიზნესებს მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამივე  დღეს, ისე – მხოლოდ მათთვის საინტერესო ღონისძიებაზე.

დასწრება და ლანჩი უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეობის წერილობითი დასტური ღონისძიების თარიღის მითითებით  უნდა გამოგზავნოთ 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: katashvilimanana@gmail.com  ან ngo.dedoplistskaro@gmail.com

გთხოვთ, წერილის მიღება დაგვიდასტუროთ!

პატივისცემით,

რაილი მენგელი, ესტონეთის სოფლის ტურიზმის არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე

მანანა ყატაშვილი, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის  გამგეობის თავმჯდომარე

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...