ინფო-ტური გიდებისათვის

2019 წლის 19 ნოემბერს, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციამ და ფიროსმანის მუზეუმმა, ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე უმასპინძლეს თხუთმეტ გიდსა და ტურ-ოპერატორს.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ფიროსმანის მუზეუმი, დიდნაურის ნაქალაქარი, ზეთის სახდელი, სერაფიმ საროველის სახელობის ეკლესია, ელიას მონასტერი, ნასრაშვილების მარანი, 3 საოჯახო სასტუმრო: “ფიროსმანი”, “სავანა”, “მეგზური” და აგრო ტურისტული ობიექტი – რძის საწარმო.

მონაწილეებს გადაეცათ პროექტ “PROCEED”-ის მიერ მომზადებული დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტის ტურისტული რუკები.

ტური საინტერესო და ინტერაქტიური იყო. მონაწილეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...