გალფის ქვეყნების ბიზნესები ეცნობიან დედოფლისწყაროს

ასოციაცია გალფის ქვეყნების ბიზნეს ფორუმზე

გალფის ქვეყნების ბიზნესებს გააცნეს დედოფლისწყარო

13-14 ნოემბერს დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია მონაწილეობდა კომპანია „Provision“-ის მიერ ორგანიზებულ ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმში 2023, რომელიც გაიმართა თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace ჰოტელში. პროექტის ფარგლებში თბილისს ეწვია ინვესტორთა ჯგუფი გალფის ქვეყნებიდან: ბაჰრეინის სამეფოს, ომანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის სამეფოს, კუვეიტიდან,  რომლებიც ადგილზე გაეცნენ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს. ბიზნესების წარმომადგენლებმა თავის გამოსვლებში აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნები დაინტერესებული არიან საქართველოს უძრავი ქონების, ინვესტიციების, ტურიზმის საკითხებით.

ქართული მხარის წარმომადგენლებმა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის, კურორტების განვითარების სააგენტოდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადმინისტრაციიდან, სამეგრელოს DMO -დან, ფოთის მერიიდან, საქართველოს ტურიზმის ასოციაციიდან, საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ასოციაციიდან, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციიდან, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციიდან, თბილისის ბალნეოლოგიური, წყალტუბოს და საირმეს სპა კურორტებიდან, კავკასიის უნივერისტეტიდან და სხვა ორგანიზაციებიდან სტუმრებს გააცნეს საქართველოს რესურსები და შესაძლებლობები.

ასოციაციის დირექტორმა მანანა ყატაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია დედოფლისწყაროს, როგორც ბიოსფერულ რეზერვატში არსებული ტურისტული დესტინაციის, სერვისების, რესურსების და შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო B2B შეხვედრები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, უფრო ახლოს გავცნობოდით მომავალ საქმიან პარტნიორებს. დაისახა თანამშრომლობის გეგმებიც.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...