ასოციაციის წევრთა შეკრება 10 ოქტომბერი 2019
2019 წლის 10 ოქტომბერს, 11 საათზე ჩატარდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა შეკრება.
შეხვდრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ინფორმაცია ასოციაციის განვლილი პერიოდის შესახებ (ასოციაციის თავმჯდომარე: მანანა ყატაშვილი)
- ასოციაციის საწევროს შესახებ
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითრების პერსპექტივები და პრობლემები
შეხვედრას დაესწრო 19 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი: ადგილობრივი მუზეუმების თანამშრომლები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მარნების მეპატრონეები, სასოჯახო სასტუმორების მენეჯერები, გიდები, მძღოლები.
შეხვედრაზე დაისვა ბევრი კითხვა. ასოციაციის წევრებმა დაადგინეს საწევრო -60 ლარი წელიწადში.
აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტისთვის პირველი საჭიროების და ადვილად გადასაჭრელ ტურისტულ პრობლემებზე. ესენია: ტრენინგების ჩატარება, ტურისტული რუკისა და ასოციაციის ვებ-გვერდის შექმნა, მარკეტინგული კამპანიის გააქტიურება, გზის მანიშნებლების მოწყობა.