განხორციელებული პროექტები

 

  • ევროპელი დონორების ფინანსური დახმარებით და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მონაწილეობით შემუშავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ასოციაციის 2020-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

 

  • 2021-2022 წლებში ასოციაციამ განახორციელა  პროექტი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GOOGLE MAP-ზე“  (დონორი  UNDP – „Smart Villages“) დედოფლისწყაროს პოპულარიზაციისთვის

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III ფაზა) მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)-ს ფარგლებში.

პროექტის გრანტის თანხა: 8,000.18 $, თანადაფინანსება: 814 $

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის Google Maps-ზე მონიშნულია /დამატებულია 300-მდე საჯარო ლოკაცია/ობიექტი და 600 ბიზნესი;  მათ შორის, 150-მდე ტურისტული ან ტურისტულად საინტერესო ობიექტი, ასევე 35 პოტენციური ტურისტული ობიექტი. რუკა შეივსო ფოტოებით და ბიზნესების საკონტაქტო ტელეფონებით. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდა შეხვედრები მოსახლეობასთან და ტრენინგები Google Maps-ის გამოყენების, Google-ის ბიზნესებისთვის განკუთვნილი სხვა სერვისების გამოყენებაზე.

ამ თემაზე ქართულ ენაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოქვეყნდა ასოციაციის საიტზე ბიბლიოთეკაში.

პარტნიორი-დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (ლაგ).

 

  • 2021-2023 წლებში  ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან პარტნიორობით  ასოციაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ასოციაციამ განახორციელა სოფლის ტურიზმის ობიექტების ხარისხის პროგრამა.  ამ პროექტის ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩატარდა ტრენინგები ტურიზმში ჩართული ადგილობრივი მეწარმეებისთვის.

დონორი:  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

განმახორციელებელი ორგანიზაცია: ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაცია

პარტნიორი: დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია

პროექტის ღირებულება: 130 288 ევრო

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...