ტახტი-თეფას ვულკანები
110 კმ, 1 დღე, სამანქანო, საშუალო სირთულის
არაორგანული ბუნების ეს ძეგლი დალის მთის მახლობლად მდებარეობს და განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც კი საქართველოში შეიძლება. ამ ტალახოვანი ვულკანის მნახველს ისეთი შეგრძნება ეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდა.
ვულკანი მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვია, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.
ზედაპირზე გვხვდება სხვადასხვა ჰალოპიტის ცალკეული წარმომადგენლები: Kalidium caspicum, Suaeda sp. Petrosimonia brachiata, Gamenthus pilosus, Limonium meyeri, და სხვა, მაშინ, როდესაც ვულკანის ფერდობები დაფარულია ნახევრად უდაბნოს ფიტოცენოზებით.
წყარო: www.apa.gov.ge