პატარა ტბა
მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ქოჩების ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით. ტბის სანაპირო ძალზე შეჭრილ-შემოჭრილია. მის სიახლოვეს მაღლობია, საიდანაც ერთდროულად მოჩანს ალაზნის ველი, კავკასიონი, ელიას მთა, შირაქის ველი, ქ. დედოფლისწყაროს ნაწილი.
პატარა ტბაზე როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, თევზაობა ნაკლებად ხდება და ქაოტურ ხასიათს ატარებს. ითვლება, რომ ტბაში ბევრი თევზია, თუმცა რთულია თევზაობისთვის. ტბაში არის შეჭრილი პატარა კუნძული რომელზეც მეთევზის ქოხია აშენებული.