მიჯნისყურე

სპორტული თევზაობის მოყვარულებს მიჯნისყურეში, მდინარე ალაზანზე შეუძლიათ გამგზავრება. თევზაობა ადგილზე დაშვებულია ანკესითა და ბადით. მდინარე ალაზანზე თევზის, დაახლოებით, 20-მდე სახეობა ბინადრობს. ღირებულებაა 5 ლარი, ხოლო თევზჭერის დღიური ლიმიტია 15კგ-მდე თევზი. თევზაობისათვის საუკეთესო სეზონია გაზაფხული და შემოდგომა. ალაზანში მრავლად არის ლოქო, კობრი, ფარგა, შამაია, ღორჯო, წვერა, კავკასიური ქაშაყი. ეს იმ თევზების ჩამონათვალია, რომლებსაც მეთევზე ვიზიტორები იჭერენ მდინარეზე, გაზაფხულობით და შემოდგომით. ღამის გათენება შესაძლებელია ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ ღამის სათევებში.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტარცია
მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N5
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ნინო სეთურიძე
ტელ: 577 10 18 49
ელ-ფოსტა: nseturidze13@gmail.com

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...