ესტონურ-ქართული პროექტის დახურვის ღონისძიება

ქ. დედოფლისწყაროში, სასტუმრო „ავტოგრაფში“ ჩატარდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული  ესტონურ-ქართული  2-წლიანი პროექტის „სოფლის ტურიზმის პროდუქტების განვითარება დედოფლისწყაროში“ დახურვის ღონისძიება. 

tourism product quality

Tourism product quality programm closing event

შეკრებას ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრებთან ერთად  ესწრებოდნენ საქართველოში ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები: კონსული, ქალბატონი კატრინ მუუნ-ფაროუკი და ქალბატონი ქეთევან აბაზაშვილი-კოოპერატიული პროექტების განვითარების კოორდინატორი, ასევე – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  მერის პირველი მოადგილე ბატონი გელა სამუკაშვილი.

პროექტის მთავარი მიზანი იყო დედოფლისწყაროს რაიონში ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება ადგილობრივი ტურისტული მეწარმეების ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების გზით.

პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე ისაუბრა პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა სილია ლეჰტპუუმ.

განვლილ პერიოდში მომზადდა ტურისტული პროდუქტის ხარისხის 7 ადგილობრივი  სერტიფიცირებული ექსპერტი.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა დედოფლისწყაროს ადგილობრივი ტურისტული რესურსები და ობიექტების არსებული მდგომარეობა, დაისახა გაუმჯობესების გზები. შემდეგ საერთაშორისო მოთხოვნების, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის გამოცდილების და   ადგილობრივი მეწარმეების მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა  ტურისტული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კრიტერიუმები 9 კატეგორიის მომსახურებისთვის:

  • განთავსების მომსახურების მიმწოდებელი კვების გარეშე და კვებითი მომსახურებით;
  • აგროტურიზმის მომსახურების მიმწოდებელი (ფერმის ტურები, დეგუსტაციები, პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობის შეთავაზება და ა. შ.) კვების გარეშე და კვებითი მომსახურებით;
  • საკვების მომზადების მასტერ-კლასის მიმწოდებლები (მომზადება, დეგუსტაცია, დაგემოვნება და ა. შ.)
  • საკვების მიმწოდებლები (რესტორნები, კაფეები, საკვების მიწოდება ღონისძიებებისთვის (ქეითერინგი) და ა. შ.), მწარმოებლები, დეგუსტაციები
  • კულტურულ მემკვიდრეობაზე (ხელნაკეთი ნივთები/ სუვენირები/ ივენთები/ ვორქშოფები) დაფუძნებული სერვისის მიმწოდებელი
  • ბუნების ტურიზმის (რეკრეაციული მომსახურება და აქტივობები) მომსახურების მიმწოდებლები
  • გიდის სერვისი
  • სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი- სატრანსპორტო ბიზნესისთვის და ნებისმიერი სხვა ბიზნესისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო მომსახურებას, როგორც მისი ძირითადი სერვისის ნაწილს
  • აღჭურვილობის/ინვენტარის გაქირავების მომსახურების მიმწოდებელი. 

ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების შემუშავებაში ჩართული იყვნენ ტურიზმის ექსპერტი ქალბატონი  ნანა ქართველიშვილი და დმო “Visit Kakheti”-ს ტურისტული პროდუქტების ხარისხის განვითარების სპეციალისტი ქალბატონი მანანა ინაშვილი.

ხარისხის კრიტერიუმების სამუშაო ვერსია დაიტესტა სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესებში. კრიტერიუმების საბოლოო ვერსია ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოქვეყნებულია ასოციაციის საიტზე: https://dtda.ge/

ადგილობრივი მეწარმეები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში.  „კარგი მასპინძლის“ ეტიკეტის და სერტიფიკატის მისაღებად ასოციაციაში შემოვიდა 23 განაცხადი. ექსპერტთა ჯგუფმა ადგილებზე ჩაატარა კომპანიების გარე შეფასება და გამოავლინა 15 მეწარმე, ვინც  აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს.

პროექტის დახურვის ღონისძიებაზე „კარგი მასპინძლის“ ეტიკეტი და სახელობითი სერტიფიკატი  გადაეცა შემდეგ მეწარმეებს:

სასტუმრო ავტოგრაფი”                                                                                             

GOOD HOST

Good Host label

ვილაჯიო მირზაანი რეზორტს

საოჯახო სასტუმრო სავანნა

საოჯახო სასტუმრო კერა

საოჯახო სასტუმროს „მერი პოპინსი“

ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობას

ნინო მერის მარანს

გოდერძი გონაშვილის ღვინის მარანს

ეთნოსახლ არბოშიკში

ვაშლოვანი ტურს ტრანსპორტით მომსახურებისთვის

კემპინგ ,,არწივის ხეობა

შპს-ს „მწვანე ველი“

ირინას კაფეს „კაპუჩინო“

მაია ხარაშვილს -ტრადიციული კერძების დეგუსტაციის მომსახურებისთვის

მანანა ყატაშვილს – გიდის მომსახურებისთვის.

მეწარმეებს „კარგი მასპინძლის“ ეტიკეტები და სერტიფიკატები გადასცეს ესტონეთის  სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა რაილი მენგელმა და ესტონეთის კონსულმა ქალბატონმა კატრინ მუუნ ფაროუკმა.

პარალელურად, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის დახმარებით ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩატარდა ტრენინგები ბუნების ტურიზმის გიდის და ტრანსპორტით მომსახურების სერვისებისთვის, კულინარიული ტურიზმის, ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურიზმში ინოვაციური ეკოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენების, ონლაინ მარკეტინგის, ხელნაკეთი ნივთების დამზადების ვორქ-შოპების მოწყობის პერსპექტივების და სხვა მიმართულებით. 

დედოფლისწყაროელი მეწარმეებისთვის  მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ესტონეთში სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მოვინახულეთ 33 სხვადასხვა ტიპის სოფლის ტურიზმის ობიექტი,  გავეცანით მათი განვითარების და წარმატების  ისტორიებს, დავინახეთ ჩვენი ბიზნესების განვითარების შესაძლებლობები.

ამ  მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა ასოციაციის წევრმა ბატონმა თეიმურაზ პოპიაშვილმა.  სასწავლო ტურის  დადებითი გაკვეთილები განაზოგადა ქალბატონმა ნანა ქართველიშვილმა.

პროექტის შედეგებზე საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა მანანა ყატაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორობას დაეხმარა ევროკავშირის პროექტი  „PROCEED“  ENPARD II სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში (“HEKS-EPER“-ის და ბიოლოგიურ მეურნეობათა  ასოციაცია „ელკანა“). ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულია ტურიზმის სექტორის 18 ობიექტი 835921 ლარით. ბენეფიციარის თანადაფინანსება-567779 ლარი. (სულ 1 403 700 ლარი).

2020 წლის დასაწყისში დედოფლისწყაროში ოფიციალურად იყო სულ 1  სასტუმრო,  2 საოჯახო სასტუმრო,  1 მარანი და ხელნაკეთი ნივთების ვორქ-შოპების შეთავაზების 2 ობიექტი.

ამჟამად, ფუნქციონირებს სასტუმრო – 3  და 1- უახლოეს პერიოდში გაიხსნება

საოჯახო სასტუმრო- 4  და 2 – უახლოეს პერიოდში გაიხსნება

მარანი – 7

აგროტურისტული ობიექტი -2 და  1 – უახლოეს პერიოდში გაიხსნება

ბუნების ტურიზმის ობიექტები

კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტურიზმის 2 ობიექტი და 1 ობიექტი უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

ასოციაციის მიერ განხორციელებული UNDP -ის მიერ დაფინანსებული პროექტით ყველა ობიექტი მონიშნულია Google-map-ზე.

სოფლის ტურიზმის პროდუქტების ხარისხის  პროგრამის განხორციელება დაეხმარა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ბიზნესის განვითარებას;

გვაქვს ვიზიტორებისთვის მომზადებული   ხარისხიანი სერვისები/პროდუქტები;

საერთაშორისო გამოცდილებაზე, საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასა  და ადგილობრივ პირობებზე მორგებული „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მისაღებად დაწესებული კრიტერიუმები ტურიზმში ჩართულ მეწარმეებს და მომსახურების მიმწოდებლებს გვეხმარება და მომავალშიც  დაგვეხმარება თვითშეფასებაში, გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დახვეწაში, ჯანსაღი კონკურენციის გაძლებაში, მარკეტინგში, შემოსავლების გაზრდაში.

დამწყებებისთვის გაადვილებულია ახალი ბიზნესის/ სერვისების შექმნა;

რაიონის ვიზიტორებს და პოტენციურ სტუმრებს ხელს შეუწყობს  სასურველი სერვისის მოძებნასა და არჩევაში.

ეტიკეტის მქონე ბევრი სერვისის არსებობა მთლიანობაში გაზრდის რაიონში შემოსული ვიზიტორების რაოდენობას, ასევე – დანიშნულების ადგილზე მათ მიერ გატარებული დროის რაოდენობას.

განხორცილდება სისტემატური ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებაზე და პროცესის მუდმივი მონიტორინგი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...