ჩვენ შესახებ

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია დაფუძნდა 2019 წლის 27 მაისს.

ასოციაციის საქმიანობის მიზნებია:

  • ტურიზმის მდგრადი განვითარება რეგიონში;
  • რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • დაცულ ტერიტორიებთან თანამშრომლობა;
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ტურიზმისა და გარემოსდაცვით საკითხებზე;
  • ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

 

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის ასოციაციის მისია და ფასეულობები

მისია:

ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გახდეს მსოფლიოში ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილი.

 ჩვენი ფასეულობებია:

ვიზიტორის მაქსიმალური კმაყოფილება

მუდმივი ზრუნვა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე

ჩვენი დევიზია:  მეტი კმაყოფილი ვიზიტორი დედოფლისწყაროდან!

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის დახმარებით შემუშავებულია ასოციაციის განვითარების სტრატეგია.

 

განხორციელებული პროექტები