ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები შემუშავებულია

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ტურისტული პროდუქტების ხარისხის განვითარება დედოფლისწყაროში“ ერთი მნიშნელოვანი ეტაპი დასრულდა.

სწორედ ამ ეტაპის დასრულების თაობაზე მეწარმეთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისთვის 3-6 ოქტომბერს  დედოფლისწყაროში ჩატარდა  ღონისძიებათა ციკლი.

3 ოქტომბერს სასწავლო ცენტრი „სპექტრის“ საკონფერენციო დარბაზში შეჯამდა ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფის მუშაობის შედეგები.

 4 ოქტომბერს პროექტის დონორებს – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობის ცენტრის პროექტის მენეჯერის – ქალბატონი  მარიკა კუნდლას,  საქართველოში  ესტონეთის  ელჩის მოადგილის, ბატონი  პიიტერ პალსის და თბილისში ესტონეთის საელჩოს სტაჟიორის სარაჰ კუუსმაას, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასა და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის  წარმომადგენელთა შეხვედრას სასტუმრო „ავტოგრაფმა“ უმასპინძლა.

მოგვიანებით, აქვე გაიმართა ესტონურ-ქართული პროექტის წარდგენა დაინტერესებული პირებისთვის. ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციას წარმოდგენდნენ  ქალბატონები: რაილი მენგელ – ორგანიზაციის თავმჯდომარე, სილია ლეჰტპუუ-პროექტის მენეჯერი, ანელი კანა-საბჭოს თავმჯდომარე, ლი სილიაკ – ტურიზმის ხარისხის ექსპერტი, კატრინ პაპი და მარიკა კოსე-ესტონეთის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან-ქალბატონი თამარ კახიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოდან-ბატონი ვლადიმერ ტრაპაიძე და ქალბატონი თამარ თაბაგარი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი მალხაზ მერაბიშვილი, დესტინაციის მართვის ორგანიზაციის „ეწვიე კახეთს!“ მთავარი სპეციალისტი ქალბატონი მანანა ინაშვილი,  ახმეტის და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენლები: გიორგი სანტურიანი, გიორგი ბოკერია, თამარ მუმლაძე,  გიორგი ალბუთაშვილი, ნინო ჭილაშვილი, ბელა აჩკინაძე და სხვა სტუმრები.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ტურიზმის სფეროში დასაქმებული და კვების პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეები. აქვე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კვების პროდუქტების საწარმოების პროდუქცია: ღვინო, რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული ქიზიყური სამზარეულოს შედევრები, ხელნაკეთი ნივთები.

დამსწრეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ქალბატონმა თამარ კახიძემ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ბატონმა მალხაზ მერაბიშვილმა, დესტინაციის მართვის ორგანიზაციის „ეწვიე კახეთს!“ მთავარმა სპეციალისტმა ქალბატონმა მანანა ინაშვილმა.

დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ყატაშვილმა, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონმა რაილი მენგელმა, ტურიზმის ექსპერტმა ქალბატონმა ნანა ქართველიშვილმა ისაუბრეს ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების მნიშვნელობაზე ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.  

 

 

სამუშაო დღის ბოლოს სტუმრებს მიეცა ურთიერთგაცნობის და ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა.მეორე დღეს – 5 ოქტომბერს – პროექტის მონაწილე მეწარმეებისთვის ნასრაშვილების საოჯახო მარნის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კრიტერიუმების გაცნობის და გამოყენების სემინარი.

ამავე დღეს ესტონელმა და ქართველმა ტურიზმის სპეციალისტების ჩართულობით და დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის „შექმენი მომავალი!“ (ხელმძღვანელი ნონა ტოკლიკიშვილი) წევრი მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო „დასუფთავების აქცია“   „ჯარის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ მოსწავლეები შეხვდნენ  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს, ქალბატონ ქეთევან ალუღიშვილს, რომელმაც ახალგაზრდებს გააცნო  სამსახურის მუშაობის თავისებურებები. აქციის მონაწილე მოსწავლეებს გადაეცა მცირე სამახსოვრო საჩუქრები.

6 ოქტომბერს კი მეწარმეები ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ჩაერთნენ სასტუმრო „სავანასა“ და ნინო მერის ღვინის მარნის  მომსახურების ხარისხის ექსპერიმენტული შეფასების პროცესში.

რა არის ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები და რა სარგებლობა მოაქვს მას მეწარმეებისთვის? იხილეთ შემდეგ სტატიაში

 

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...