ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების გამოსაყენებლად

Seminar of the experts group

Seminar of the experts group

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციასთან ერთად გრძელდება, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის პროექტი „ტურისტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება დედოფლისწყაროში“.

პროექტის აქტივობები დაიწყო 2021 წელს. უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება: შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, საქართველოში ესტონეთის საელჩოში, ვიზიტები ადგილობრივ ტურისტულ ობიექტებში, ონლაინ სემინარები ტურისტული პროდუქტის ხარისხის პროდუქტების შემუშავების მიზნით და სხვა.

guesthouse Kera

Dedoplistskaro  – guesthouse Kera

ამ დღეებში ტურიზმის ესტონელი სპეციალისტები კვლავ სტუმრობდნენ დედოფლისწყაროს. ვიზიტის მიზანი ამ ეტაპზე იყო ქართულ მხარესთან ერთობლივად შემუშავებული ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების პრაქტიკაში დატესტვა ადგილობრივ სიტუაციაზე მოსარგებად.

Lolashvili's Guesthouse "Kizikuri Traditsiuli"

Lolashvili’s Guesthouse “Kizikuri Traditsiuli”

Bio vineyard

Bio vineyard

მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ: ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი რაილი მენგელი, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი სილია ლეჰტპუ, ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის ხარისხის ექსპერტი ლი სიილაკი და ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი კატრინ პაპი. სტუმრებმა დაათვალიერეს ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები: ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე, არწივის ხეობა, ელია თეზბიტელის მონასტერი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი.

Dedoplistskaro, Masurashvili farm

Visit Zurab Masurashvili’s modern farm

Farm Dedoplistskaro

Zurab Masurashvili’s Farm

 

პროექტისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის სექტორში ახალგაზრდების ჩართვა და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა.

დედოფლისწყაროში ვიზიტების დროს ისინი  დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ესტუმრნენ იმ ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც ან უკვე საქმიანობენ ტურიზმის სფეროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ან სურთ ტურისტული პროდუქტის შექმნა და გაყიდვა:  საოჯახო სასტუმროებს: „კერა“, „სავანა“, „თეოს კოტეჯები“, „მერი პოპინსი“, „ქიზიყური ტრადიციული“; ესტუმრნენ გონაშვილების, ნასრაშვილების, ბაღაშვილების, „ნინო მერის“ საოჯახო მარნებს, ლოლაშვილების ბიო-ვენახსა და მარანს, გასინჯეს აქ  წარმოებული ღვინოები, დააგემოვნეს მიხეილ მაძღარაშვილის ბიო ღვინოც; იყვნენ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ობიექტებში: „ფესვები“ არტ-სტუდიაში, ალადაშვილების სამჭედლოში. სტუმრები იმყოფებოდნენ რძის პროდუქტების საწარმოში „ლეანკა“, სადაც გასინჯეს რძის ქართული ნაწარმი და „ლეანკას“ საფირმო დესერტი, ზურაბ მასურაშვილის თანამედროვე ფერმაში დაესწრნენ წველის პროცესს და დააგემოვნეს რძისგან დამზადებული ტრადიციული ქართული კერძები, ასევე ქართული ჯიშს ღორის ხორცი და ქართული ქათმის კვერცხი. სოფელ არბოშიკში, თეო ბენაშვილის ჟოლოს ბაღში, გასინჯეს ჟოლოს საფირმო დესერტი და მონაწილება მიიღეს ხინკლის მომზადების პროცესში, არბოშიკშივე მაია ლამაზოშვილის ქიზიყურ ტრადიციულ ეზოსა და მე-18 საუკუნის სახლში დაათვალიერეს ქიზიყური ყოფის ამსახველი ნივთები და ისწავლეს ტრადიციული კერძის-ჩიხირთმის მომზადება. ესტონელი ექსპერტები ორჯერ ესტუმრნენ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციას კოღოთოს ხეობაში და ნახეს, როგორ ვითარდება ეს ობიექტი.

Seminar of the Experts group

Seminar at Hotel “Autograph”

რაიონის ტურისტული ბიზნესების ნახვისას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებობს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ფართო შესაძლებლობები.

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციას უმასპინძლა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ბატონმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, რომელმაც სტუმრებს გააცნო ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი.

ვიზიტის პროცესში სასტუმრო „ავტოგრაფის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სემინარები ექსპერტთა ჯგუფის წევრების: მანანა ყატაშვილის (ასოციაციის თავმჯდომარე), ანა ბენაშვილის (ასოციაციის საბჭოს წევრი),  ნანა ქართველიშვილის (ტურიზმის სპეციალისტი), ნინო სეთურიძის (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა სპეციალისტი), მანანა ინაშვილის (კახეთის დესტინაციის მართვის ორგანიზაციის ხარისხის ექსპერტი), ნინო მაძღარაშვილის (საოჯახო მარანი „ნინო მერის“), ხათუნა პოპიაშვილის (საოჯახო სასტუმრო „მერი პოპინსი“) მონაწილეობით.

ესტონელების შემდგომი ვიზიტი შემოდგომაზე იგეგმება. გათვალისწინებულია ადგილობრივ მეწარმეთა სწავლება ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების პრაქტიკულად დანერგვის მიზნით; ხარისხის კრიტერიუმების და სისტემის განვითარება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; თანამედროვე ტურისტული პროდუქტის შექმნა, განვითარება და გაყიდვა, ტურიზმის ასოციაციის წევრი ადგილობრივი მეწარმეების სასწავლო ვიზიტი ესტონეთში გამოცდილების გაზიარების მიზნით და სხვა ღონისძიებები.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...