საოჯახო სასტუმრო სავანნა
| დასახელება: | საოჯახო სასტუმრო სავანნა |
| საკონტაქტო პირი: | თეიმურაზ პოპიაშვილი |
| მისამართი: | მოსულიშვილის ქ. 51, ხორნაბუჯი, დედოფლისწყარო |
| ტელეფონი: | 555 54 04 74 |
| Google GPS: | 8HH8F37W+H3 |
| ელფოსტა: | welcomesavanna@gmail.com |
| ვებსაიტი: | ვებსაიტის გახსნა |
| ენები: | ქართული, ინგლისური, რუსული |
მომსახურების აღწერილობა:
საოჯახო სასტუმრო “სავანნა” დედოფლისწყაროს ტიპურ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს. აქ გელით კეთილმოწყობილი და მყუდრო ბინა, თბილი ატმოსფერო, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო და შინაური ღვინო.
ამ დროისთვის ჩვენ გაგვაჩნია 5 კომფორტული ოთახი, სადაც სულ 13 სტუმრის განთავსება შეგვიძლია.
ჩვენი სტუმრების დიდ ნაწილს ის მოგზაურები შეადგენენ, რომლებსაც გეზი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ – ულამაზესი ხედების მქონე ბუნების საოცრებისკენ – აქვთ და გზად ჩვენთან ჩერდებიან. ისინი, აფრიკის ლანდშაფტებთან მსგავსების გამო, ვაშლოვანს, ხშირად, ქართულ სავანას უწოდებენ. სასტუმროსთვის ამ სახელის შერჩევით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვეხატა პატივისცემა იმ საგანძურის მიმართ, რომელიც ჩვენს რეგიონშია.






