საველოსიპედო მარშრუტი 22 კილომეტრიანი

Details
დედოფლისწყარო - ელია თეზბიტელის მონასტერი - ქოჩების ტბა - სერაფიმ საროველის ტაძარი - პატარა ტბა - დედოფლისწყარო

სიგრძე: 22 კმ.     ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: საშუალო

 

მარშრუტის აღწერა

დედოფლისწყარო – ელია თეზბიტელის მონასტერი – ქოჩების ტბა – სერაფიმ საროველის ტაძარი – პატარა ტბა – დედოფლისწყარო

ეს მარშრუტი, დედოფლისწყაროს შემოგარენში არსებულ ტბებს და ისტორიულ ტაძრებს მოიცავს, თუმცა მისი მთავარი სანახაობა, გაშლილი სივრცეები და ხედებია. მარშრუტი დედოფლისწყაროს ცენტრიდან იწყება და წმ. ელია თეზბიტელის მონასტრისაკენ მიემართება, რომელიც მაღალ, ციცაბო ფერდობზეა ნაშენი. დღეს არსებული ტაძარი 2006 წელს, VI საუკუნის ეკლესიის ნაშთებზეა აგებული. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება ივრის ზეგანზე და ქოჩების ტბაზე, რომელიც ბუნებრივად მარილიანი ტბაა და მას გასაგრილებლად ბევრი ადამიანი სტუმრობს. ელიას ტაძრის შემდეგ, მარშრუტი ქოჩების ტბას ჩაუვლის და სოფ. სამრეკლოში მდებარე წმ. სერაფიმ საროველის ტაძრისაკენ მიემართება. არსებობს ვერსია, რომ ის ამ წმინდანის სახელზე აგებული მსოფლიოში პირველი ტაძარია. ეკლესიის მონახულების შემდეგ, მარშრუტი სოფ. სამრეკლოს რამდენიმე უბნის გავლით, პატარა ტბისკენ მიემართება. გზიდან ლამაზი ხედები იშლება ტბაზე, ალაზნის ველზე და კავკასიონზე. აქედან მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი იწყერბა, რომლის სიგრძეც 800 მ-ია და სიმაღლეთა სხვაობა 150 მ-ს შეადგენს. ეს მონაკვეთი მეჩხერ ტყეში გადის, რაც გარემოს თვალიერებას აადვილებს. სიმაღლეზე ასულები კი ლამაზი პანორამებით დატკბობას შეძლებთ. ამ ადგილიდან იწყება სასიამოვნო დაღმართი და მარშრუტი კვლავ ქ. დედოფლისწყაროში ბრუნდება.

წყარო: www.gnta.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...