ნაზარლების არქეოლოგიური აღმოჩენები

მთა ნაზარლებზე (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ნაქალაქარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია სწავლობს.

ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან გამოვლინდა უნიკალური განძი -ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთები. აქ აღმოჩნდა 200-მდე ბრინჯაოს მახვილის იმიტაცია, ასევე ბრინჯაოს ნამგლები, აფთები, სატევრები, მახვილები, ბრინჯაოს ორმხრივპირიანი ცული და სხვა.

მეცნიერები კვლევას აგრძელებენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...