მუშავდება ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები
დედოფლისწყაროში ჩამოსული ვიზიტორებისთვის ყველა მეწარმის მიერ ხარისხიანი ტურისტული პროდუქტის შექმნა და შეთავაზება დედოფლისწყაროს ტურიზმის სფეროს ყველა წარმომადგენლის და სხვა მომიჯნავე დარგების ბიზნესის გასაუმჯობესებლად არის საჭირო.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტით „ტურისტული პროდუქტების განვითარება დედოფლისწყაროში“ გრძელდება.
დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად აგრძელებს მუშაობას დედოფლისწყაროში ტურისტული სერვისების და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ ეტაპზე მუშავდება იმ მინიმალური მოთხოვნების და კრიტერიუმების ჩამონათვალი, რის დაკმაყოფილებაც საჭიროა ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ადგილობრივი ბიზნესებისთვის: განთავსების საშუალებების, კვების ობიექტების, ტრანსპორტით მომსახურების, გიდების, სოფლის ტურიზმის, აგრო-ტურიზმის, კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტურიზმის ობიექტებისთვის და ა. შ.
კრიტერიუმებში გათვალისწინებულია როგორც მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან მეწარმის შესაბამისობა, ისე ადგილობრივი ტრადიციების და პროდუქტების გამოყენება სერვისებში.
საექსპერტო ჯგუფის მიერ შექმნილია იდეა იმ ემბლემისა, რასაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებენ ადგილობრივი ბიზნესები. ეს იქნება წოდებები: „კარგი მასპინძელი“ და „საუკეთესო მასპინძელი“.
შემდეგ ეტაპზე მოხდება ხარისხის კრიტერიუმების პრაქტიკაში გამოყენების შემოწმება (ტესტირება) და ჩატარდება მეწარმეთა სწავლება, როგორ დანერგონ ისინი თავის ბიზნესში.
დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ თანამშრომლობისთვის.