კოლხური ხოხბის საშენი ცენტრი

დასახელება: კოლხური ხოხბის საშენი ცენტრი
საკონტაქტო პირი: ამირან კოდიაშვილი
მისამართი: არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
ტელეფონი: +995 599 31 39
Google GPS: G453+52 Khirsa
ელფოსტა: Khirsaamiran.kodiashvili@gmail.com
ვებსაიტი: ვებსაიტის გახსნა
ენები:

 


მომსახურების აღწერილობა:

სახოხბე ყოღოთოს ხეობაში მდებარეობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ დააარსა. ორგანიზაციის მიზანია, კოლხური ხოხბის გენოფონდის შექმნა ვოლიერულ პირობებში და შემდეგ მათი ბუნებაში გაშვება. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად მიჩნეულია კოლხური ხოხობი. ლეგენდის მიხედვით, ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და შემდეგ იგი მთელ ევროპაში გავრცელდა. ბერძნებმა მას “ფაზიანოსი” (ლათ. Phasianus colchicus; Phasis – მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან) დაარქვეს.

სახოხბის მოპირდაპირე მხარეს საპიკნიკეა მოწყობილი, რომელიც ვაზის უიშვიათესი კახური ჯიშის – „ხიხვის” ვენახს და არწივის ხეობას გადაჰყურებს. „ხიხვი“ ვაზის ადგილობრივი (ალაზნის კერის), ნაკლებად გავრცელებული ჯიშია. იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოსა და სადესერტო-ლიქიორულ ღვინოს.

 


შესაძლოა დაგაინტერესოთ ...