„კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტებს და სერტიფიკატებს მოქმედების ვადა გაუგრძელეს
ჩატარდა ა(ა)იპ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა საერთო კრება. კრებამ განიხილა და დაამტკიცა ასოციაციის მმართველი ორგანოების მუშაობის 2025 წლის და 2026 წლის 9 თვის ანგარიში. ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ აქ
აირჩიეს ასოციაციის გამგეობა 3 წლის ვადით შემდეგი შემადგენლობით: მანანა ყატაშვილი, ანა ბენაშვილი, ნათია იაკობიშვილი-გონაშვილი.

Meeting 2026
კრებაზე ცვლილება შეიტანეს ასოციაციის წევრთა 2023 წლის 19 იანვრის საერთო კრების გადაწყვეტილებაში „დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა ტურისტული პროდუქტებისთვის „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
კრებამ გადაწყვიტა, ასოციაციის წევრებს, რომლებსაც 2023 წლის ოქტომბერში გადაეცა „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტები და სერტიფიკატები და კვლავ არიან ასოციაციის წევრები, ამ სერტიფიკატების და ეტიკეტების მოქმედების ვადა ერთჯერადად, გაუგრძელდეს 2027 წლის 31 დეკემბრამდე, ექსპერტთა მიერ შუალედური გადამოწმების პირობით:

- სასტუმრო „ავტოგრაფს“
- ვილაჯიო-მირზაანი რიზორტს
- საოჯახო სასტუმროს „კერა“
- საოჯახო სასტუმროს „მერი პოპინსი“
- ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობას
- ნინო მერის მარანს
- გოდერძი გონაშვილის ღვინის მარანს
- ეთნოსახლს არბოშიკში
- ვაშლოვანი ტურს – ტრანსპორტით მომსახურებისთვის
- კემპინგს ,,არწივის ხეობა“
შპს–ს „მწვანე ველი“- ირინას კაფეს „კაპუჩინო“
- მაია ხარაშვილს – ტრადიციული კერძების დეგუსტაციის მომსახურებისთვის
- მანანა ყატაშვილს – გიდის მომსახურებისთვის.
განახლდება „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ექსპერტთა ჯგუფის მუშაობა შემდეგი შემადგენლობით:
ანა ბენაშვილი
მანანა ყატაშვილი
ნინო მაძღარაშვილი
ხათუნა პოპიაშვილი
კრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის წევრებსა და დედოფლისწყაროში მოქმედ სხვა ტურისტულ ობიექტებს მიეცა უფლება, მიმართონ ასოციაციას „კარგი მასპინძლის სერტიფიკატის“ მისაღებად ამ პროცედურის ჩატარების ორგანიზაციული ხარჯების ანაზღაურების პირობით.
გადაწყვეტილება შეგიძლიათ ნახოთ აქ:
საერთო კრების შემდეგ ჩატარდა ასოციაციის გამგეობის სხდომა. გამგეობამ თავმჯდომარედ აირჩია და დირექტორად კვლავ დანიშნა მანანა ყატაშვილი.






