ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვიზიტი დედოფლისწყაროში
ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს ესტუმრა ესტონეთის სოფლის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი რაილი მენგელი.
ესტონეთის სოფლის ტურიზმის ასოციაცია უკვე 20 წელია არსებობს და მას სამასამდე წევრი ყავს მთელი ესტონეთის მასშტაბით. https://www.maaturism.ee/ ასოციაციის მიზანია წარმოაჩინოს ასოციაციის წევრების საერთო ინტერესი და ამგვარად ხელი შეუწყოს სოფლის ტურიზმის განვითარებას ესტონეთში. ასოციციას აქვს პროექტებზე მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება. ასოციაცია ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის (Eurogites) წევრია.
ქალბატონ რაილის მეგზურობას გაუწია “დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის” თავმჯდომარემ ქალბატონი მანანა ყატაშვილმა. ესტონელი სტუმარი გაეცნო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და მოინახულა ასოციაციის წევრი ტურისტულ ობიექტები. აგრეთვე, დაათვალიერა რეგიონის ღირშესანიშნაობები.