დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GOOGLE MAP-ზე

2021-2022 წლებში დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციამ განახორციელა პროექტი „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GOOGLE MAP-ზე“ ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III ფაზა) მიერ დაფინანსებული და  გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP -ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)“-ს ფარგლებში.

ამ პროექტით  მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებისათვის DTDA-მ ბიზნესს შესთავაზა ინდივიდუალური დახმარება და ტრენინგები  უშუალოდ მათ ლოკაციებზე მისვლით.

პროექტის ჯგუფმა იმუშავა მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში. მათ აღრიცხეს საზოგადოებრივი ობიექტები და ბიზნესები და მონიშნეს ისინი რუკაზე,  გადაიღეს ფოტოები, ვიდეო და მოიპოვეს სხვა საჭირო ინფორმაცია. სათანადო დამუშავების შემდეგ ეს მასალა აიტვირთა რუკაზე.

პროექტის გუნდმა ჩაატარა ტრენინგები ბიზნესის მფლობელებთან და მათი ოჯახის წევრებთან Google-ის სერვისებზე და მათ შესაძლებლობებზე.

მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელო მასალა ქართულ ენაზე  და გამოქვეყნდა DTDA-ს ვებგვერდზე: www.dtda.ge

ისინი დაეხმარნენ ბიზნესს Google Map-ზე მათი ობიექტის მონიშვნაში, ასევე ბიზნესისთვის უფასო სერვისების რეგისტრაციაში, რაც გააუმჯობესებს რუკას და გახდის მათ ბიზნესს   ხილვადს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის Google Maps-ზე მონიშნულია /დამატებულია 300-მდე საჯარო ლოკაცია/ობიექტი და 600 ბიზნესი;

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...