ბუღა მოედანი – შავი მთა
ბუღა – მოედანი – შავი მთა
200 კმ, 2 დღე, სამანქანო – ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის
მარშრუტი იწყება ქ. დედოფლისწყაროდან და ჩაუყვება პანტიშარის ხეობას. უმშვენიერესი ლანდშაფტებისა და კლდოვანი მასივის – „ალესილების“ დათვალიერების შემდეგ, ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ნახონ სრულიად განსხვავებული ეკოსისტემა. იშვიათია ადგილები, სადაც ადამიანს ერთდროულად შეუძლია იმყოფებოდეს ნახევრადუდაბნოში, ხოლო უკანა ხედზე კი ხედავდეს კავკასიონის თოვლიან მთებს.
წყარო: www.apa.gov.ge