ასოციაციის წევრთა შეკრება 5 თებერვალი 2020
2020 წლის 5 თებერვალს ჩატარდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის მორიგი საერთო კრება.
კრებას ესწრებოდა 21 წევრი.
კრებას ასევე ესწრებოდნენ: ნანა ქართველიშვილი და შოთა კუკულაძე, პროექტ PROCEED-ის თანამშრომლები, ილია მარტყოფლიშვილი-ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს კულტურის და ძეგლთა დაცვის ცენტრი“-ს დირექტორი, ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები.
ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ყატაშვილმა წევრებს წარუდგინა ანგარიში ორგანიზაციის მიერ დაფუძნებიდან განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ.
აღინიშნა, რომ 2019 წლის ივნისიდან 31 დეკემბრამდე ასოციაციამ ჩაატარა 1 საერთო კრება, 1 ინფო-ტური ქართველი ტურ-ოპერატორებისთვის, წევრები მონაწილეობენ ტურიზმის სფეროში ტრენინგებში. მომზადდა 2 საგრანტო განაცხადი და წარდგენილი იქნა ENPARD-სა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში. მომზადების პროცესშია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ა(ა)იპ-ის საქმისწარმოების და ფინანსური აღრიცხვის შიდა პროცედურების დოკუმენტი.
შემუშავდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ღონისძიებების გეგმა, რომელიც წარდგენილი იქნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და სხვა შესაბამის უწყებებში. აღინიშნა, რომ 2020 წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითრებისთვის თანხები არ არის გამოყოფილი.
ინფორმაცია 2018-2019 წლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში, დაფინანსებული ტურიზმის სფეროს პროექტების და 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებების, 2019 წლის ტურიზმის სტატისტიკის შესახებ, წევრებს მიაწოდა პროექტ „PROCEED”-ის თანამშრომელმა ნანა ქართველიშვილმა. მანვე წარადგინა ასოციაციის ვებ-გვერდის www.dtda.ge.
ოფიციალური წყაროებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს წინა წელთან შედარებით მუნიციპალიტეტში შემოსული ტურისტების რიცხვის კლებას, რაც სერიოზული გამოწვევაა ამ ბიზნესში ჩართული პირებისთვის. საჭიროა ერთობლივი ღონისძიებების გატარება ვიზიტორთა რიცხვის გასაზრდელად.
გაიმართა საქმიანი დისკუსია დედოფლისწყაროში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.
კრებამ იმსჯელა სხვა მიმდინარე საკითხებზეც.