მეორე მსოფლიო ომის მემორიალი

1985 წელს ქალაქ დედოფლისწყაროს  შესასვლელში აიგო სკულპტუტულ-არქიტექტურული კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას (მოქანდაკე გ. ქურდიანი, არქტიტექტორი ა. ლომიძე). შთამბეჭდავ კომპლექსი მცირე ბორცვზეა განლაგებული, მას გარს აკრავს ნაძვნარი და იშლება ლამაზი ხედი.

ყოველი წლის 9 მაისს მემორიალთან ღონისძიება იმართება.