ასოციაციის წევრთა მორიგი საერთო კრება

DTDA Meeting 2025

წევრთა საერთო კრება 2025

2025 წლის 12 აპრილს ჩატარდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა საერთო კრება.

კრებაზე მოისმინეს და დაამტკიცეს დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის გამგეობის ანგარიში 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. (ანგარიში იხილეთ ბიბლიოთეკაში).

ასოციაციის წევრებს ელექტრონულად მიეწოდებათ კრებაზე განხილული საკითხები და  ორგანიზაციის შიდა სამუშაო დოკუმენტები.

კრების დამსწრე წევრებმა მატერიალური ფორმით შეავსეს 2025 წლის ღონისძიებათა გეგმის შესამუშავებელი კითხვარი.

კითხვარის შევსებისას გამოკვეთილი საკითხებით  შედგა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის 2025 წლის სამუშაო გეგმის პროექტი.

 

  • კრების მონაწილეებმა მიიღეს მოკლე ინფორმაცია ბიზნესის განვითარების მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის და პროგრამების შესახებ.
  • საქართველოს კანონი ტურიზმის შესახებ
  • „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება N 465;
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად მიმდინარე ოჯახური გასტრომასპინძლების პროექტი „მზისკარი“.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...