დალის მთის წყალსაცავი
მდებარეობს მდ. იორზე, ქ. დედოფლისწყაროდან სამხრეთით 30 კმ–ში, დალის მთისა და ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს. წყალსაცავის ნაპირზე არსებულ მთას „დალის მთას“ უწოდებენ. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³, მასში ყოველწლიურად 100,000-ობით ლიფსიტას უშვებენ.
გავრცელებულია თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია. თევზაობა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს; ყველაზე სასურველი პერიოდია მაის – ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესით, ყველაზე სასურველი პერიოდია მაის-ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით.
წყალსაცავის სიახლოვეს გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები – ასოცდათორმეტი სახეობა.
“დალის მთის” წყალსაცავზე თევზაობა ღირს 3 ლარი კაცზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ჯგუფზე ფასდაკლება არაა გათვალისწინებული. თევზაობისათვის შესაძლებელია რეზინის ნავის დაქირავება. ამ მომსახურების ღირებულება დღეში 30 ლარია.
აქ მდებარე კეთილმოწყობილ კოტეჯებში “დალის მთის” შესაძლებელია მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე დასვენება.