დედოფლისწყაროობა
2 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთად აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაული – ელიაობა და “დედოფლისწყაროობა”. ამ დღეს იმართება მრავალი ღონისძიება, როგორებიცაა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, ჭიდაობის ტურნირი, კონცერტები ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების თუ მოწვეული მომღერლების მონაწილეობით.