დედოფლისწყაროს პოპულარიზაციისთვის
დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია და ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახორციელებენ პროექტს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი GOOGLE MAP-ზე“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III ფაზა) მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)-ს ფარგლებში.
მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო ობიექტების და ბიზნესების დატანა/მონიშვნა GOOGLE MAP-ზე, ასევე – დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და ბიზნესის მფლობელებისთვის უფასო ტრენინგის ჩატარება Google my business-ის გამოყენებასა და GOOGLE -ის სხვა სერვისებზე.