საოჯახო სასტუმრო სავანნა

დასახელება: საოჯახო სასტუმრო სავანნა
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ პოპიაშვილი
მისამართი: მოსულიშვილის ქ. 51, ხორნაბუჯი, დედოფლისწყარო
ტელეფონი: 555 54 04 74
Google GPS: 8HH8F37W+H3
ელფოსტა: welcomesavanna@gmail.com
ვებსაიტი: ვებსაიტის გახსნა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

 


მომსახურების აღწერილობა:

საოჯახო სასტუმრო “სავანნა” დედოფლისწყაროს ტიპურ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს. აქ გელით კეთილმოწყობილი და მყუდრო ბინა, თბილი ატმოსფერო, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო და შინაური ღვინო.

ამ დროისთვის ჩვენ გაგვაჩნია 5 კომფორტული ოთახი, სადაც სულ 13 სტუმრის განთავსება შეგვიძლია.

ჩვენი სტუმრების დიდ ნაწილს ის მოგზაურები შეადგენენ, რომლებსაც გეზი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ – ულამაზესი ხედების მქონე ბუნების საოცრებისკენ – აქვთ და გზად ჩვენთან ჩერდებიან. ისინი, აფრიკის ლანდშაფტებთან მსგავსების გამო, ვაშლოვანს, ხშირად, ქართულ სავანას უწოდებენ. სასტუმროსთვის ამ სახელის შერჩევით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვეხატა პატივისცემა იმ საგანძურის მიმართ, რომელიც ჩვენს რეგიონშია.

 


შესაძლოა დაგაინტერესოთ ...