თეოს კოტეჯები

დასახელება: თეოს კოტეჯები
საკონტაქტო პირი: თეონა სეხნიაშვილი
მისამართი: სოფელი ხორნაბუჯი, ჩოლოყაშვილის #7
ტელეფონი: 599 85 59 41
Google GPS: F3JV+MF Khornabuji
ელფოსტა:
ვებსაიტი: ვებსაიტის გახსნა
ენები:

 


მომსახურების აღწერილობა:

თეონა სეხნიაშვილმა დედოფლისწყაროში საოჯახო ფერმის გაფართოება და ტურისტული მომსახურების განვითარება გადაწყვიტა. ევროკავშირის სოფლის განვითარების გრანტით, მან საკუთარ ფერმაში ხის კოტეჯები ააშენა და კეთილმოაწყო.

თეოს კოტეჯები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, არწივის ხეობის ბუნების ძეგლთან ახლოს მდებარეობს. ამ ადგილს ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ. შესაბამისად თეოს ბიზნესინიციატივა ტურისტებს მათთვის საჭირო სერვისს სთავაზობს. თეონა მათ არა მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, არამედ საკუთარი მეურნეობის დათვალიერებასაც სთავაზობს. ინიციატივა ხელს უწყობს დედოფლისწყაროში ტურიზმის, მათ შორის აგროტურიზმის განვითარებას. იგი ასევე ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ქალბატონების ეკონომიკურ გაძლიერებას. დღეისთვის, თეოს კოტეჯებში 4 ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული.

 


შესაძლოა დაგაინტერესოთ ...