ხორნაბუჯის ციხე

დედოფლისწყარო საქართველოს ულამაზესი მხარის – ქიზიყის ნაწილია, რომელიც უძველეს ისტორიულ წყაროებში კამბეჩოვანის (კამბისენეს) სახელით მოიხსენიება.

V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა კამბეჩოვანში  ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა. ამ პერიოდში ხორნაბუჯი კამბეჩოვანის ცენტრი იყო და აქ იჯდა ხორნაბუჯელი ერისთავი.

ხორნაბუჯის ციხე დღესაც დგას ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით და მნახველს აოცებს თავისი სტრატეგიული მდებარეობითა და სილამაზით.

ხორნაბუჯის ციხის ირგვლივ სიცოცხლე დუღდა – არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველური ტომები მრავალმხრივ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ – მიდევდნენ მესაქონლეობას, მევენახეობას, მეაბრეშუმეობას; მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები, ბრინჯი, ბამბა; ამუშავებდნენ ლითონს, განვითარებული იყო კერამიკული და მინის წარმოება და სხვ.

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მონეტებით დასტურდება, რომ IV-VII საუკუნეებში აქ დიდი სავაჭრო გზები გადიოდა.

ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის შესახებ არსებობს საინტერესო ვიდეოები:

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტაჟი ხორნაბუჯის ციხეზე.

You may also like...