წმ. სერაფიმე საროველის ტაძარი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, XX საუკუნის დასაწყისში აგებული წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია. იგი  ჯვარგუმბათოვანი ტიპისაა და რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა. ისტორიულად, ეს არის  სერაფიმე საროველის კანონიზების შემდეგ ამ წმინიდანის სახელზე  აშენებული მეორე ეკლესია. სერაფიმე საროველის ხსენების დღეა 1 აგვისტო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...