ტურიზმის განვითარების ასოციაცია მომავლის გეგმებს სახავს

Dedoplistskaro Tourism developmnet associationჩატარდა ­ა(ა)იპ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის მორიგი საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ასოციაციის წევრები. მოისმინეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მანანა ყატაშვილის ანგარიში 2021 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. კრებამ დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიში.

ჩატარდა ასოციაციის გამგეობის არჩევნები. გამგეობამ ანა ბენაშვილის, მანანა ყატაშვილის და ნათია იაკობიშვილის შემადგენლობით თავმჯდომარედ  კვლავ მანანა ყატაშვილი აირჩია.

შემდეგ დამსწრეები გაეცნენ ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების ესტონელების  სამუშაო ვერსიას, გამოითქვა გარკვეული წინადადებები. გადაწყვიტეს, წარმოდგენილი შენიშვნების და მოსაზრებების გათვალისწინებით გაგრძელდეს მუშაობა ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმების ესტონელების სამუშაო ვერსიაზე.

კრებაზე განიხილეს ასევე ახალი ტურისტული სეზონისთვის  ერთობლივი ტურების დაგეგმვა-განხორციელების ორგანიზაციული საკითხები. აღინიშნა, რომ  ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, პანდემიის შემდგომ პერიოდში მოიმატებს მოთხოვნა შედარებით ხანგრძლივ ვადიან ტურებზე, ასევე, აქტივობებზე ბუნებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით აქვს კარგი შესაძლებლობები, შეგვიძლია, ახალი სერვისების შექმნა და ვიზიტორებისთვის შეთავაზება, ასევე -ტურიზმში ახალი დაინტერესებული პირების ჩართვა.

არსებობს რესურსები, დავაინტერესოთ ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულები, კორპორატიული ღონისძიებების, ქორწილების და სხვა ივენთების, აგროტურების, ეკოტურების, ფოტოტურების და სხვა მიმართულებების ტურების  შეძენის მსურველები.

გამოითქვა მოსაზრებები, რომ უნდა შეიქმნას ახალი ტურისტული პაკეტები და მათ გასაყიდად გამოყენებული იქნას ინტერნეტ პლატფორმები, მათ შორის, Tripadvisor-ი.

საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის დადგომამდე ასოციაციის მიერ დასუფთავების აქციის მოწყობას ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე სავარაუდოდ, 22 მარტს – წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს.

პროდუქტების გასაუმჯობესებლად ასევე საჭიროა ზრუნვა იმაზე, რომ მოიძებნოს, შეიკრიბოს  და ციფრული სახე მიეცეს მუნიციპალიტეტში გავრცელებულ ლეგენდებს, თქმულებებს და სხვა. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დახმარებით).

შემდეგ  ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი ტურიზმში  Google სერვისების გამოყენების შესახებ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...