ტახტი თეფას ვულკანები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების შემადგენლობაშია დალის მთის მახლობლად მდებარე ბუნების ძეგლი – ტახტი თეფა. იგი წარმოადგენს ტალახოვან ვულკანს, მოთეთრო, ბრტყელთხემიან ბორცვს, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან, რომელთაგან ყველაზე დიდის დიამეტრი 3.3-4 მეტრია, მუდმივად ინთხევა და ჟონავს გაზი და ტალახი, რომელიც შემდეგ ერთდება და ბლანტ მასად ხევში მიედინება. ტალახს მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...