საოჯახო სასტუმრო “სავანნა ბექიარდ”

დასახელება: საოჯახო სასტუმრო “სავანნა ბექიარდ”
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ პოპიაშვილი
მისამართი: მოსულიშვილის ქ. 51, ხორნაბუჯი, დედოფლისწყარო
ტელეფონი: 555 54 04 74
Google GPS: 37W+H3 Dedoplis Tskaro
ელფოსტა: welcomesavanna@gmail.com
ვებსაიტი: ვებსაიტის გახსნა
ენები:

 


მომსახურების აღწერილობა:

საოჯახო სასტუმრო “სავანნა ბექიარდ” დედოფლისწყაროს ტიპურ მყუდრო ქუჩაზე მდებარეობს. აქ გელით კეთილმოწყობილი და მყუდრო ბინა, თბილი ატმოსფერო, გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო და შინაური ღვინო.

ამ დროისთვის ჩვენ გაგვაჩნია 2 კომფორტული ოთახი, სადაც სულ 4 სტუმრის განთავსება შეგვიძლია. აგრეთვე, ტურისტების განკარგულებაშია ყველანაირად აღჭურვილი სამზარეულო კუთხე, მისაღები ოთახი და აივანი მოსასვენებელი ზონით. ვრცელ ეზოში შესაძლებელია მანქანის გაჩერებაც.

ჩვენი სტუმრების დიდ ნაწილს ის მოგზაურები შეადგენენ, რომლებსაც გეზი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისკენ – ულამაზესი ხედების მქონე ბუნების საოცრებისკენ – აქვთ და გზად ჩვენთან ჩერდებიან. ისინი, აფრიკის ლანდშაფტებთან მსგავსების გამო, ვაშლოვანს, ხშირად, ქართულ სავანას უწოდებენ. სასტუმროსთვის ამ სახელის შერჩევით, ჩვენ შევეცადეთ გამოგვეხატა პატივისცემა იმ საგანძურის მიმართ, რომელიც ჩვენს რეგიონშია.

 


შესაძლოა დაგაინტერესოთ ...