ოზაანის „ამაღლება“

კამბეჩოვანის მხარის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის ერთ-ერთი დასტური – IX საუკუნეში აშენებული „ამაღლების“ ტაძარი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მდებარეობს. ეს არის აგურით აშენებული ცენტრალურ-გუმბათიანი, ჩაწერილი ჯვრის ფორმის ეკლესია, მასიური გვერდითი ნაწილებით. იატაკი მოპირკეთებული ყოფილა მოჭიქული სხვადასხვა ფერის ექვსკუთხედი და სამკუთხედი ფილებით, გადახურულია მომწვანო და მოყავისფრო კრამიტით. X საუკუნეში აუშენებიათ საკურთხევლის კედელი და XII –XIII საუკუნეებში ტაძრის სხვადასხვა  ნაწილები მოუხატავთ. კედლებზე არის უძველესი ქართული ასომთავრული ანბანით შესრულებული წარწერებიც. ფრესკები ასახავს ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდებს, დატანილია წინასწარმეტყველთა სახეებიც, მათ შორის წარწერით ჩანს წმინდა ელია წინასწარმეტყველიც. ტაძრის სამხრეთის სვეტის აღმოსავლეთის კედელზე ჩანს ქტიტორების ჯგუფური პორტრეტი.

ოზაანის ამაღლება, თავისი მრავალფეროვანი და მაღალმხატვრული სტილის არქიტექტურით და მხატვრობით, გაერთიანებული საქართველოს კულტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...