მლაშე ტბა

საკურორტო ადგილი მლაშე ტბა მიეკუთვნება კლიმატურ საკურორტო ადგილის ტიპს, მას ადგილობრივები „ქოჩების ტბას“ უწოდებენ. აღნიშნული მომცრო ტბა მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, დედოფლისწყაროდან 4 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. წყლის მოცულობა 1,060,200 მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ².

ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის პერიოდში ტბის ნაპირებზე მოწყობილი იყო სარეკრეაციო ზონა, დღეისათვის აღნიშნული ინფრასტრუქტურა განადგურებულია.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...