დამტკიცდა „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების წესი

ჩატარდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის მორიგი საერთო კრება. ასოციაციის წევრებმა მოისმინეს და დაამტკიცეს დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მანანა ყატაშვილის ანგარიში 2022  წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

კრებაზე განიხილეს დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა ტურისტული პროდუქტებისთვის კარგი მასპინძლის ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების წესი, აირჩიეს სამუშაო ჯგუფის წევრები და დაამტკიცეს წარმოდგენილი პროექტი. ეს წესი უკვე ამოქმედდა 2023 წლის  20 იანვრიდან.

ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების წესი

ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების წესი

ტურისტული პროდუქტების ხარისხის პროგრამის მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მათი დახმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ვიზიტორებისთვის ხარისხიანი სერვისის /პროდუქტის შეთავაზების მხარდაჭერა, ახალი ბიზნესის/ სერვისების შექმნის წახალისება,  ვიზიტორთა რიცხვის ზრდა, სერვისის მიმწოდებელთა მიერ ადგილობრივი და უცხოელი (მათ შორის, ევროპელი) მომხმარებლების მოლოდინების უკეთესად გაგება, მათი საჭიროებების  დაკმაყოფილება და შესაბამისი სერვისების შექმნა, რეგიონის მარკეტინგში  ევროპელი ვიზიტორებისთვის მისაღები ინფორმაციის გამოყენება, ასევე – სისტემატური ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებაზე და პროცესის მუდმივი მონიტორინგი.

ახლა  ასოციაციის საიტიდან dtda.ge უკვე შესაძლებელია  ტურისტული ბიზნესების მიერ თვითშეფასების პროცედურის გავლა და კრიტერიუმების დადგენილი ნორმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ასოციაციაში მიმართვა „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მისაღებად.  ასოციაციის აქტიური წევრები აგვისტოში მიწვეული არიან ესტონეთში.

კრებაზე წევრებმა ასევე დასახეს  2023 წლის  ღონისძიებების გეგმა და დეტალურად გაიარეს ჩასატარებელი აქტივობები.

„კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მინიჭების  წესი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...