დალის მთის წყალსაცავი

მდებარეობს მდ. იორზე, ქ. დედოფლისწყაროდან სამხრეთით 30 კმ–ში, დალის მთისა და ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს. წყალსაცავის ნაპირზე არსებულ მთას „დალის მთას“ უწოდებენ. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³, მასში ყოველწლიურად 100,000-ობით ლიფსიტას უშვებენ.

გავრცელებულია თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია. თევზაობა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს; ყველაზე სასურველი პერიოდია მაის – ივნისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესით, ყველაზე სასურველი პერიოდია მაის-ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით.

წყალსაცავის სიახლოვეს გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები – ასოცდათორმეტი სახეობა.

“დალის მთის” წყალსაცავზე თევზაობა ღირს 3 ლარი კაცზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ჯგუფზე ფასდაკლება არაა გათვალისწინებული. თევზაობისათვის შესაძლებელია რეზინის ნავის დაქირავება. ამ მომსახურების ღირებულება დღეში 30 ლარია.

აქ მდებარე  კეთილმოწყობილ კოტეჯებში “დალის მთის” შესაძლებელია მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე დასვენება.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...