ასოციაციის წევრთა შეკრება 10 ოქტომბერი 2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, 11 საათზე ჩატარდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრთა შეკრება.

შეხვდრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  1. ინფორმაცია ასოციაციის განვლილი პერიოდის შესახებ (ასოციაციის თავმჯდომარე: მანანა ყატაშვილი)
  2. ასოციაციის საწევროს შესახებ
  3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითრების პერსპექტივები და პრობლემები

შეხვედრას დაესწრო 19 ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი: ადგილობრივი მუზეუმების თანამშრომლები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მარნების მეპატრონეები, სასოჯახო სასტუმორების მენეჯერები, გიდები, მძღოლები.

შეხვედრაზე დაისვა ბევრი კითხვა. ასოციაციის წევრებმა დაადგინეს საწევრო -60 ლარი წელიწადში.

აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტისთვის პირველი საჭიროების და ადვილად გადასაჭრელ ტურისტულ პრობლემებზე. ესენია: ტრენინგების ჩატარება, ტურისტული რუკისა და ასოციაციის ვებ-გვერდის შექმნა, მარკეტინგული კამპანიის გააქტიურება, გზის მანიშნებლების მოწყობა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...