არწივის ხეობა

ქ. დედოფლისწყაროსთან ახლოს, სოფელ ხორნაბუჯში, მდებარეობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შემავალი ბუნების ძეგლი – არწივის ხეობა. ეს არის კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილი ღრმა და ულამაზესი კანიონი. ხეობის ორივე მხარეს წამოჭიმულია ხეებსა და ძეძვის ბუჩქნარში ჩაფლული კირქვული კონგლომერატები.

აქ გავრცელებულია ენდემური და გადაშენების გზაზე მყოფი იშვიათი მცენარეები – კახეთის მაჩიტა – კირქვის კლდეებზე თეთრად მოყვავილე მცენარე და წიწვოვანი ბუჩქი ტუია, რომელიც საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდება. ამ ადგილიდან ალაზნის ველისა და კახეთის კავკასიონის მშვენიერი ხედი იშლება. არწივის ხეობაში შესაძლებელია სამოცამდე სახეობის ფრინველზე დაკვირვება, მათ შორის ორბზე, გველიჭამია არწივსა და ფასკუნჯზე. ამავე ხეობაში ბუდობს საქართველოსათვის ძალზე იშვიათი შავი ყარყატი (იშხვარი).

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...